Home Page
About the Center
Convention texts
Resources
Our projects
News
Contact Information


User Name:
Password:
Registration
 

ჯგუფები





საიტი შექმნილია კიბოს საწინააღმდეგო საერთაშორისო კავშირის ფინანსური მხარდაჭერით:
Union Internationale
Contre le Cancer
International Union Against Cancer
International Union
Against Cancer

შემოსვლები
სულ: 251374 
დღეს: 131 

Since March 8, 2004

სემინარი ”თამბაქოს კონტროლის მდგომარეობა საქართველოში”

 

2009 წლის 3-4 აპრილს ჩვენი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სემინარები თემაზე ”თამბაქოს კონტროლის მდგომარეობა საქართველოში”. სემინარები მიზნად ისახავდა საქართველოში თამბაქოს კონტროლის საკითხებზე მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მას-მედიის, სამთავრობო სტრუქტურებისა და პოლიციის წარმომადგენლების ინფორმირებას თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში ახლახან შესული ცვლილებებისა და დამატებების შესახებ. სემინარები მიეძღვნა თამბაქოსაგან თავისუფალი საქართველოს დღეს, რომელიც აღინიშნება 29 მარტს.

ჩვენი ცენტრის წარმომადგენელმა, გიორგი მაღრაძემ, სემინარის მონაწილეებს მოკლედ გააცნო თამბაქოს კონტროლის კუთხით სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოში არსებული მდგომარეობა და შემდეგ უფრო დაწვრილებით ისაუბრა საქართველოს კანონმდებლობაში ახლახან განხორციელებული ცვლილებების შესახებ. მონაწილეებს ასევე დაურიგდათ ცენტრის მიერ სპეციალურად მომზადებული ლიფლეტი და სხვა საინფორმაციო მასალები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, კახა ღვინიანიძემ, ისაუბრა ახალი კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმებზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.

გაზეთ ”რეზონანსის” ჟურნალისტმა, ქეთი ბერიკაშვილმა, ისაუბრა საქართველოში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული საკითხების მედიაში გაშუქების პრობლემებზე, მიმოიხილა ამ კუთხით არსებული პრაქტიკა და ის სირთულეები და წინააღმდეგობები, რასაც უკავშირდება მსგავსი საკითხების გაშუქება. სემინარის პირველ დღეს, რომელსაც ესწრებოდნენ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ასევე გაკეთდა მცირე ტრენინგი თუ როგორ შეიძლება თამბაქოს კონტროლის საკითხების ეფექტური გაშუქება მას-მედიაში. გაზეთ ”რეზონანსის” ჟურნალისტმა თავის კოლეგებს გაუზიარა ამ მხრივ არსებული პრაქტიკული გამოცდილება.

მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია სხვადასხვა საჭირობოროტო საკითხზე. მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება გავხადოთ თამბაქოს წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები უფრო ეფექტური. გამოითქვა მოსაზრებები სოციალური კლიპებისა და სხვადასხვა სახის პუბლიკაციების მომზადებასთან დაკავშირებით. მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს მზადყოფნა აქტიური მონაწილეობა მიიღონ თამბაქოს საწინააღმდეგო მოძრაობაში და ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ სხვადასხვა საკითხების მოგვარებისათვის.

პოლიციისა და სხვა წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ პრაქტიკულ სირთულეებზე, რაც შეიძლება წარმოიშვას კანონის ახლი მოთხოვნების აღსრულებისას. აღინიშნა, რომ საწყის ეტაპზე აუცილებელი იქნება მძლავრი საინფორმაციო კამპანიის წარმართვა, რათა საზოგადოება მომზადებული შეხვდეს მოსალოდნელ ცვლილებებს. ცენტრის წარმომადგენლებმა გააკეთეს ამ მიმართულებით მომზადებული ახლი კლიპების პრეზენტაცია და მოისმინეს პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები პოლიციის წარმომადგენლებისაგან, რაც შემდგომში გათვალისწინებულ იქნება კლიპების საბოლოო რედაქტირებისას მათი ეფექტურობის გაზრდის მიზნით.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე პოლიციის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავს სემინარებს უნდა მიეცეს რეგულარული ხასიათი და მოიცვას მთელი საქართველო.


თანდართული ფაილი:
  • სემინარის ამსახველი ფოტოები-1
  • სემინარის ამსახველი ფოტოები-2
  • სემინარის ამსახველი ფოტოები-3
  • სემინარის ამსახველი ფოტოები-4
  • სემინარის ამსახველი ფოტოები-5


  • უკან დაბრუნება
    აირჩიეთ ენა:
    Georgian Version   English Version


    ახალი ამბები:


    ჩვენი პარტნიორები

    American Cancer Society
    ამერიკის კიბოს საზოგადოება

    Open Society Institute
    ღია საზოგადოების ინსტიტუტი

    თამბაქოს კონტროლის ალიანსი

    Stop Tabac


    ვინსტონის რეკლამების ყოფილი სახე ცნობილი მსახიობი ალან ლენდერსი სიგარეტის წინააღმდეგ

     
     

    Copyright 2006. FCTC. საავტორო უფლებები დაცულია.
    კომენტარები საიტის შესახებ გაუგზავნეთ ვებ-დიზაინერს