Home Page
About the Center
Convention texts
Resources
Our projects
News
Contact Information


User Name:
Password:
Registration
 

ჯგუფები





საიტი შექმნილია კიბოს საწინააღმდეგო საერთაშორისო კავშირის ფინანსური მხარდაჭერით:
Union Internationale
Contre le Cancer
International Union Against Cancer
International Union
Against Cancer

შემოსვლები
სულ: 241649 
დღეს: 136 

Since March 8, 2004

რეზოლუცია * პრეამბულა
ნაწილი I * ნაწილი II * ნაწილი III * ნაწილი IV * ნაწილი V * ნაწილი VI * ნაწილი VII * ნაწილი VIII * ნაწილი IX * ნაწილი X * ნაწილი XI


ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის რეზოლუცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ

ჯანდაცვის ორმოცდამეთექვსმეტე მსოფლიო ასამბლეა,

ითვალისწინებს რა WHA 49.17 და WHA 52.18 რეზოლუციებს, რომლებიც მოუწოდებენ თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის შესამუშავებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესდების მე-19-ე მუხლის შესაბამისად;

მოწოდებულია რა დაიცვას თანამედროვე და მომავალი თაობა თამბაქოს მოხმარებისა და თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედებისაგან;

სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს რა მსოფლიოში თამბაქოს მოწევისა და სხვა ფორმით მოხმარების ზრდასთან დაკავშირებით;

მოწონებით აფასებს რა მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების ორგანოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ მოხსენებას მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების ორგანოს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგებთან დაკავშირებით;

დარწმუნებულია რა, რომ წინამდებარე კონვენცია წარმოადგენს უდიდესი მნიშვნელობის ნაბიჯს თამბაქოს მოხმარებისა და თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედებისაგან ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე განხორციელებული ღონისძიებებისა და თანამშრომლობის სფეროში და აცნობიერებს რა, რომ საგანგებო ყურადღება უნდა დაეთმოს განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში შექმნილ ვითარებას;

ხაზს უსვამს რა კონვენციის დაუყოვნებლივ ძალაში შესვლისა და ეფექტური განხორციელების აუცილებლობას,

1. იღებს კონვენციას, რომელიც თან ერთვის რეზოლუციას;

2. მიუთითებს, კონვენციის 34-ე მუხლის თანახმად, რომ კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ჟენევაში, 2003 წლის 16 ივნისიდან 2003 წლის 22 ივნისამდე, ხოლო ამის შემდგომ, გაერო-ს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში, 2003 წლის 30 ივნისიდან და 2004 წლის 29 ივნისამდე;

3. მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციებს განიხილონ კონვენციის ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების, ოფიციალურად დადასტურების ან მიერთების საკითხი, კონვენციის ხანმოკლე ვადაში ამოქმედების უზრუნველყოფის მიზნით;

4. მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციებს, კონვენციის ძალაში შესვლამდე მიიღონ ყველა საჭირო ზომა თამბაქოს მოხმარებისა და თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედების შეზღუდვის მიზნით;

5. მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციებს, დამკვირვებლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მხარი დაუჭირონ რეზოლუციით გათვალისწინებულ მოსამზადებელ სამუშაოებს და ხელი შეუწყონ კონვენციის ძალაში შესვლასა და განხორციელებას;

6. მოუწოდებს გაეროსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს გააგრძელონ თამბაქოს კონტროლის ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების განხორციელების მხარდაჭერა;

7. ჯანდაცვის ასამბლეის საპროცედურო წესების 42-ე წესის თანახმად, იღებს გადაწყვეტილებას, შექმნას განსაზღვრული მიზნების მქონე მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ღია იქნება კონვენციის 34-ე მუხლში მითითებული ყველა სახელმწიფოსა და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციისათვის, და განიხილავს და მოამზადებს წინადადებებს კონვენციით გათვალისწინებულ იმ საკითხებზე, რომლებიც განხილულ და მიღებულ უნდა იქნას მხარეთა კონფერენციის პირველ სხდომაზე; აღნიშნული საკითხები მოიცავს შემდეგს:
(1) მხარეთა კონფერენციის საპროცედურო წესების შემუშავება (მუხლი 23.3), მხარეთა კონფერენციის სხდომებში დამკვირვებელთა მონაწილეობის კრიტერიუმების განსაზღვრის ჩათვლით (მუხლი 23.6);
(2) მუდმივმოქმედი სამდივნოს დანიშვნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა (მუხლი 24.1);
(3) მხარეთა კონფერენციისა და მისთვის დაქვემდებარებული ორგანოებისათვის ფინანსური ნორმების, ასევე სამდივნოს ფუნქციონირების რეგულირების მიზნით საჭირო ფინანსური ნორმების მიღება (მუხლი 23.4);
(4) ბიუჯეტის პროექტის შედგენა პირველი ფინანსური პერიოდისათვის (მუხლი 23.4);
(5) კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მიზნით მხარეთათვის დახმარების არსებული და პოტენციური წყაროებისა და საშუალებების შეფასება (მუხლი 26.5);

8. იღებს გადაწყვეტილებას დაავალოს განსაზღვრული მიზნების მქონე მთავრობათაშორის სამუშაო ჯგუფს მხარეთა კონფერენციის პირველი სხდომის მომზადების ზედამხედველობა და მოხსენებების უშუალოდ მისთვის წარდგენა;

9. იღებს გადაწყვეტილებას, რათა უზრუნველყოს თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციაზე მომუშავე მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების ორგანოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების გამოყენება განსაზღვრული მიზნების მქონე მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფის ღია სხდომების საქმიანობაში;

10. თხოვნით მიმართავს გენერალურ დირექტორს:
(1) უზრუნველყოს კონვენციით გათვალისწინებული სამდივნოს ფუნქციების განხორციელება მუდმივმოქმედი სამდივნოს დაფუძნებამდე;
(2) დახმარება გაუწიოს წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებსა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს კონვენციის ასამოქმედებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაში;
(3) 2003 წლის 16 ივნისისა და მხარეთა კონფერენციის პირველი სხდომის შუალედში, საჭირო პერიოდულობით მოიწვიოს განსაზღვრული მიზნების მქონე მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფის სხდომები.
(4) უზრუნველყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ტექნიკური კონსულტაციებისა და მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა მსოფლიო დონეზე თამბაქოს კონტროლის სფეროში;
(5) მიაწოდოს ჯანდაცვის ასამბლეას ინფორმაცია კონვენციის ძალაში შესვლასთან და მხარეთა კონფერენციის პირველი სხდომის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.



რეზოლუცია * პრეამბულა
ნაწილი I * ნაწილი II * ნაწილი III * ნაწილი IV * ნაწილი V * ნაწილი VI * ნაწილი VII * ნაწილი VIII * ნაწილი IX * ნაწილი X * ნაწილი XI

აირჩიეთ ენა:
Georgian Version   English Version


ახალი ამბები:


ჩვენი პარტნიორები

American Cancer Society
ამერიკის კიბოს საზოგადოება

Open Society Institute
ღია საზოგადოების ინსტიტუტი

თამბაქოს კონტროლის ალიანსი

Stop Tabac


ვინსტონის რეკლამების ყოფილი სახე ცნობილი მსახიობი ალან ლენდერსი სიგარეტის წინააღმდეგ

 
 

Copyright 2006. FCTC. საავტორო უფლებები დაცულია.
კომენტარები საიტის შესახებ გაუგზავნეთ ვებ-დიზაინერს